„კარფურ საქართველო“ ბრენდის ფრენჩაიზის ანტრეპრენერებისთვის გადაცემაზე მუშაობს

„კარფურ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ჟერომ აკელი მოქალაქეებს „კარფურთან“ თანამშრომლობისთვის იწვევს.
„მინდა ვუთხრა ქართველებს, მოდით, გამოცადეთ ჩვენთან მუშაობა. ჩვენ გაქვს დიდებული კარიერული შესაძლებლობები, რაც მოიცავს ტრენინგებს, ზრდის შანსს, ასევე შესაძლებლობას, გახდეთ ანტრეპრენერი და იმუშაოთ ჩვენს ბრენდთან ერთად. ჩვენი გამოწვევაა განვაგრძოთ ხალხის აყვანა, იმგვარად, რომ შევძლოთ მეტი მაღაზიის გახსნა შესაბამისი ხარისხით“ – აცხადებს ჯერომ აკელი „ბიზნესპარტნიორთან“.
მისივე თქმით, „კარფურ საქართველო“ ამჟამად მუშაობს ბრენდის ფრენჩაიზის გადაცემაზე ანტრეპრენერებისთვის, რომლებიც, შეძლებენ გამოიყენონ კომპანიის ბრენდი და პროდუქცია.
„ისინი იქნებიან ოპერატორები, რომლებიც გააკეთებენ მათი ფულით ინვესტიციას. ჩვენ მივაწვდით მათ პროდუქციას, ჩვენი KnowHow-თი, ბრენდით და მარკეტინგით. მათ კი, შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი ფილიალი, ჯერ ერთი, შემდეგ, მეორე და განაგრძონ ზრდა. ჩვენი ცოდნის, მიდგომის და ბრენდის ძალის გამოყენებით“ – ამბობს ჟერომ აკელი „ბიზნესპარტნიორთან“.
bp.ge