კარპენტერი რუსეთის დაზვერვაზე: ეს კომენტარი საკმაოდ არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემე მაიკლ კარპენტერი ს დაზვერვის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც “ ეუთო/ოდირთან ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას გეგმავს” და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება “არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია”.

“აბსოლუტურად თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი თავად ქართველ ხალხს აქვს. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან ეუთო/ოდირის შესახებ მსგავსი კომენტარები საკმაოდ არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია. თავად რუსეთია იმ ეუთო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, რატომღაც არადემოკრატიული სადამკვირვებლო მისიაა. გავიმეორებ, ეს გახლავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში არსებობენ აქტორები, რომელთაც სურთ ნახონ, როგორ გადის საქართველო ავტორიტარულ გზას და შორდება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რომელიც თავად ვნახე, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, შესაბამისად, ამომრჩევლებს საკმაოდ ცხადი არჩევანი აქვთ – სურთ თუ არა ამ მისწრაფებების განხორციელება”, – თქვა კარპენტერმა გლობალ ნიუსთან საუბარში.
***

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა არ დაუშვას 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება.