კაროლ ნავროცკი ზელენსკის – პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არცერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ

პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ , – ასე ეხმაურება პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტის, ს მილოცვას პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, მოუთმენლად ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას.
“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და გაგებაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ დაგვიანებული ისტორიული პრობლემების მოგვარებას. პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ, და იმედი მაქვს ერთად მუშაობას გავაგრძელებთ საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსულის მოგვარებისთვის და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის”, – წერს ნავროცკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს