კაროლინ ლევიტი – ტრამპი ზელენსკისთან ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას აპირებს

ტრამპი ზელენსკისთან ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვას აპირებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტმა [ტრამპმა] და პრეზიდენტმა პუტინმა ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში შეხვედრა განიხილეს, და პრეზიდენტი ტრამპი ისაუბრებს პრეზიდენტ ზელენსკისთან ამ შესაძლებლობაზე, როდესაც ის აქ, თეთრ სახლში, იქნება“, – განაცხადა ლევიტმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმავს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მზად არის პუტინთან შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა