კარლს პუჩდემონი შვიდწლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ ესპანეთში ჩავიდა

7-წლიანი სამართლებრივი დევნის შემდეგ კატალონიის ყოფილი დე-ფაქტო „ლიდერი“ კარლს პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნდა. ბარსელონაში ის ათასობით მომიტინგის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ კატალონიელ ხალხს აქვს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება.
კარლს პუჩდემონის თქმით, 7 წლის წინ ესპანეთის მართლმსაჯულების სისტემამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს მიმართეს, რამაც დამოუკიდებლობისა და კატალონიურ ენაზე საუბრის მსურველთა ათასობით პირის ცხოვრება შეცვალა.
კარლს პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც არაკონსტიტუციურად მოაწყო კატალონიის ე.წ „დამოუკიდებლობის რეფერენდუმი“. ესპანეთის ხელისუფლების მტკიცებით, მისი მიზანი კატალონიის რეგიონის დანარჩენი ესპანეთისგან გამოყოფა იყო. კარლს პუჩდემონი ბარსელონაში ბელგიიდან ჩავიდა, დაკავების საფრთხის მიუხედავად.
წყარო: euronewsgeorgia