“კარლსრუემ” ზივზივაძის გარეშე “ჰერტას” სძლია

მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ჰერტა“ 3:2 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სათადარიგო იყო.
„კარლსრუე“ 46 ქულით მე-5 ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 9 ქულა აშორებს და 28 აპრილს გასვლაზე „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – ჰერტა 3:2
გოლები: 1:0 ტედი (16), 1:1 ტაბაკოვიჩი (23), 2:1 მატანოვიჩი (45), 3:1 ვანიტცეკი (77), 3:2 ტაბაკოვიჩი (87, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში