ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს აფართოებს – როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, ამ ეტაპზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20-მდე ადამიანი ემატება და მათი ჩარიცხვა შემდეგ ყრილობაზე ოფიციალურად გაფორმდება.
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრისთვის, წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის, კარი რჩება ღია – ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ, ყველამ ერთად ხელი ჩავკიდოთ, მანიფესტის შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები იქნებიან:
· ეკა წამალაშვილი;
· გია ჭანტურია;
· ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
· გიგი კუბლაშვილი;
· სევდია უგრეხელიძე;
· ნიკა ჭურაძე;
· მაია ჯავახიშვილი;
· მერაბ ჯანელიძე;
· ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
· ნატალია მჭედლიშვილი;
· ბესო ქათამაძე;
· მამუკა ყურაშვილი;
· იგორ ნარმანია;
· ალიკა კუპრავა;
· ლევან ფერაძე;
· ბაკურ მგელაძე;
· თემურ ცამციშვილი;
· ნიკა ობოლაძე;
· ირაკლი გიორგობიანი.