კარის 12 სამქულიანი “მემფისთან” – “გოლდენ სტეიტმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “გოლდენ სტეიტმა” სტუმრად “მემფის გრიზლი” 134:125 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში სტეფ კარიმ მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა, ვეტერანმა უკანახაზელმა 52 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა. კარიმ მეტოქის ფარში 20 ცდიდან 12 სამქულიანი მოათავსა.
“უორიორსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონდ გრინმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა.
“მემფისიდან” ჯა მორანტმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “გოლდენ სტეიტმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ
კონფერენციის სატურნირო ცხრილში 44 მოგებითა და 31 მარცხით, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. “ოქროსშტატელები” მორიგ შეხვედრას 4 აპრილს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში