პატარა ბრიტანული ზღვისიქითა კუნძული ანგილია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 16 000-ია, ტექნოლოგიური ბუმის ცენტრში აღმოჩნდა ქვეყნისთვის სპეციფიკური დომენის .ai – ს წყალობით.
ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის ზრდასთან ერთად, დომენი დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რამაც კუნძულს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. 2024 წელს .ai დომენის გაყიდვებმა ანგილიას 39 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც მთავრობის მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს (23%) შეადგენს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში .ai დომენების რეგისტრაციების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა და მხოლოდ ბოლო წელს 850 000-ს გადააჭარბა.
ვრცლად 34travel.me – ზე
