კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხალ „ბერილს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი „ბერილი“დაატყდა თავს, რის შედეგადაც, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, „ბერილმა“ სრული განადგურების კვალი დატოვა გრენადასა და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში.
არსებული ინფორმაციით, ასობით შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და პოლიციის განყოფილებები, ძლიერ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. წინასწარი შეფასებით, კუნძულ იუნიონზე შემობების სულ მცირე 90 პროცენტი განადგურდა ან დაზიანდა.
ქარიშხალი იამაიკისკენ მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ის მე-5 კატეგორიიდან მე-4-მდე შემცირდა, -ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ „ბერილს“ იამაიკის ნაწილებსა და კაიმანის კუნძულებზე დამანგრეველი ქარიშხლის გამოწვევა მაინც შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით