კარიბის ზღვის დასავლეთ ნაწილში, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც კაიმანის კუნძულებზე ცუნამის საფრთხე გამოიწვია. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ჯორჯ თაუნიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 210 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
კაიმანის კუნძულების სამთავრობო რისკების მართვის სააგენტო განმარტებით, ცუნამის რისკის გამო, ყოვლისმომცველი გაფრთხილება გამოიცა, თუმცა სააგენტოს განმარტებით ცუნამი არ დაფიქსირებულა.
წყარო: რუსთავი 2
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/lagvanis-marani_w_h-c45flJ-300x169.jpeg)