კარვების გაშლის გამო, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს – ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.
ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ასევე დაგაინტერესებთ