ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ნაპოლი” გასვლაზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე “სამეფო გუნდის” მცველმა დანი კარვახალმა “პარტენოპეის” ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“თავს მშვენივრად ვგრძნობ. თავდაჯერებული ვარ და მთლიანად “ნაპოლისთან” შეხვედრაზე ვარ კონცეტრირებული. მომიწევს, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინო და გუნდი კარგად დავიცვა, რადგან ისეთი ძლიერი ვინგერის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, როგორიც კვარაცხელიაა”, – თქვა კარვახალმა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება თბილისის დროით უკვე 30 ნოემბრის თარიღით, 00:00 საათზე დაიწყება.