კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს – კალაძე კომპანია “მეტროზე“

კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს – კალაძე კომპანია “მეტროზე“
დედაქალაქის მერი, ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის გადაღებიდან “მეტროს” თანამშრომლებმა “კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს.“
კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ კლიპის გავრცელების შემდეგ, თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს და ამტკიცებს, რომ კომპანია, კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებს, რადგან ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც იქ სამუშაოდ მივა.
ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის უმუშავაია, კარგ ხელფასები ჩაიჯიბეს. ეს იყო დაკვეთა, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა, კომპანიის დატოვება მათი უფლებაა. ეს არის სპეკულაციები, საერთოდ გონზე არ არიან არავინ, რომ კითხო თემაზე, დარწმუნებული ვარ პასუხს ვერ გაგცემენ. ეს არის მოცემულობა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებენ. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა აღნიშნულ კომპანიაში, გააკეთებს მაგარ კლიპებს და გააგრძელებს მუშაობას. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ვიდეორგოლზე რუსი ოპერატორის შესაძლო მუშაობას – კალაძე ამ ინფორმაციას “სისულელეს” უწოდებს და ირონიულად პასხუობს:
კი, რუსებმა დაგეგმეს, შეუკვეთეს, რუსებმა გადაიღეს, შემდეგ ვინც მუშაობდა ყველა რუსები იყვნენ, ეს მოცემულობა გვაქვს“, ამბობს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც