,, კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს” – ტრამპი პუტინთან სატელეფონო ზარზე

-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს, რომ ახლახან ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან “კარგი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა დაამატა, რომ ეს მყისიერ მშვიდობას არ მოიტანს.
“ახლახან დავასრულე ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით ლაპარაკი. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ რუსეთს გაჩერებულ თვითმფრინავებზე უკრაინის თავდასხმა და სხვა ორივე მხარის მიერ მიტანილი იერიშები. კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს.” – წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, პუტინმა მას “ძალიან მტკიცედ” უთხრა, რომ რუსეთს აეროდრომებზე უკრაინის იერიშზე პასუხის გაცემა მოუწევს.
ამასთან, ტრამპი წერს, რომ პუტინს -ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც ელაპარაკა.
“პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანის ბირთვული იარაღი ვერ ექნება და ამის შესახებ, მჯერა, რომ ვთანხმდებით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება და რომ მან შესაძლოა, დახმარება გაუწიოს ამის სწრაფ მოგვარებას”. – წერს ტრამპი. (ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით