კარგი იქნება -სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

„ევროპარლამენტისგან მეექვსე რეზოლუცია ვიხილეთ და როგორი ცარიელი, ფარატინა ქაღალდიც იყო წინა ხუთი, ასე დარჩება ეს მეექვსეც. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, რადგან ამდენ ტყუილს ისმენს ძალიან ბევრი ადამიანი და ვიღაც შეიძლება იჯერებდეს კიდეც“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება -სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.
„მეორე ცუდი არის ის, რომ ევროკავშირის წინა ხელმძღვანელობაშიც არ იყვნენ ანგელოზები, მაგრამ ახლანდელში გაცილებით ბევრია ისეთი, რომელიც საქართველოს მიმართ უბრალოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი. თუნდაც იგივე კაია კალასი, თუნდაც იგივე კუბილიუსი და ა.შ.
კაია კალასი იყო ს პრემიერი და მუდმივად საქართველოს აკრიტიკებდა, რადგან ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს. ასევე, მოგვიწოდებდა, რომ სთვის სანქციები დაგვეწესებინა და ა.შ. ამ დროს კი მისი ოჯახი, ქმრის ჩათვლით, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და მილიონებს აკეთებს.
როდესაც მას ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარებმა ჰკითხეს, გაიკვირვა, არ ვიცოდიო. როცა ასეთი მატყუარა ადამიანი ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელი ხდება (კომისარია საგარეო საკითხებში – ჯოზეფ ბორელის ადგილი დაიკავა), რა თქმა უნდა, მისგან კარგ განცხადებებს არც უნდა ველოდოთ.
მაგრამ, რას ვიზამთ, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გავუძლოთ და რომელიც აუცილებლად შეიცვლება. დღეს გაცილებით მძიმე ამოცანები აქვს ევროკავშირს, როცა იგივე ტრამპი მათ ეუბნება, რომ ამორალურად იქცევიან და ევროპულ საქონელს მაღალ ტარიფებს უწესებს. შესაბამისად, კარგი იქნება ამ ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ