2010 წელს მილანის “ინტერმა” ყველა ტურნირზე ერთად გაიმარჯვა. ამის შემდეგ, გუნდში მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი მივიდა. მსგავსი პროექტები თითქოს, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის – უფრო მეტს ვერაფრით მიაღწევ, არც იმავეს გამეორებაა მარტივი, უფრო ნაკლები კი უკვე რეგრესია. მაშინ, როცა რუდი გარსიასა და “ნაპოლის” გზები გაიყო, მსგავსი მსჯელობის საშუალება გვაქვს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ, ემოცია, ეიფორია, გუნდიდან გაშვებული ერთ-ერთი ლიდერი, კიმი; ამას დამატებული ცალკეული ფეხბურთელების ფორმის პიკი გასულ სეზონში და მივიღეთ ის, ამბიციამომძლავრებულმა ნეაპოლელებმა სახლში რამდენჯერმე წააგეს და მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს. გარსია
ჩვენ არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებული სიტუაციითა და რესურსით ის მიზნად ჩემპიონატში ოთხეულში შესვლასა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს ისახავდა, რასთანაც შორს არ ყოფილა…
აურელიო დე ლაურენტისის ლუჩანო სპალეტის გაშვების შემდეგ ერთგვარ ექსპერიმენტულ რეჟიმში გადაერთო. ახლაც, ახალ-ძველ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მხოლოდ 7-თვიანი ხელშეკრულება აქვს, გაგრძელების პერსპექტივის გარეშე. ეს გვაფიქრებინებს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტი ზაფხულში მწვრთნელისთვის უფრო მეტი თანხის გადახდას აპირებს. საუბარია ანტონიო კონტეზე. იმედია, ივნისში ხვიჩა კვარაცხელია უფრო სახელოვან და ამბიციურ კლუბში გადავა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!..
ვალტერ მაცარის სამწვრთნელო კარიერა მაინც “ნაპოლითა” და მის გარეშე უნდა შევაფასოთ. ამბიციური, ლამაზად მოთამაშე გუნდი, რამდენიმე დიდი ფეხბურთელის მის თვალწინ “აფეთქება”… უკვე 9 წელია, რაც მან აქაურობა დატოვა და ფაქტობრივად, წარმატებას ვერსად მიაღწია. მანამდე იყო კარგი “სამპდორია” და წარმატებები “რეჯინაში.” როცა ვალტერი ნეაპოლელებიდან მილანის “ინტერში” გადავიდა, დე ლაურენტისის მასზე თქვა, რომ იმ შეყვარებულს ჰგავს, თავზე რაც არ უნდა ევლებოდე, თუ სხვა მოსწონს, მაინც მას აირჩევსო. მაცარის მილანური კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი იყო, მან იქაურ გულშემატკივრებს თავი ვერაფრით შეაყვარა.
თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული რომ იყო, ტაქტიკური მრავალფეროვნება უნდა გაგაჩნდეს და ყოველდღიურად უმჯობესდებდე. “კვარას” მომავალი თავკაცი ამის ნაკლებობას რომ განიცდის, იქნებ ამიტომაც ტკბება ძველი დიდების ნაშთებით. მაცარის საბაზისო ტაქტიკა სამ ცენტრალურ მცველს ეფუძვნება, შემდეგ კი სხვადასხვა ვარიაცაა (3-5-2, 3-4-3). 62 წლის სპეციალისტი “ნაპოლიში” 3-4-2-1 განლაგებას იყენებდა. თეორიულად რომ დავუშვათ, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ისევ ამ სტრატეგიით ითამაშებენ. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთან როგორც უკეთესი, ისე უარესი ვარიანტი შეიძლება იყოს. თუკი ხვიჩა ცენტრფორვარდთან (ოსიმენი) ახლოს იმოქმედებს, შედეგიანობია მხვრივ, კარგი იქნება, თუმცა თუკი მაცარის აქ რასპადორი და პოლიტანო წარმოუდგენია, მაშინ ქართველს მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი უნდა დაევალოს, რაც იდეალურ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება. ახალ თავკაცს კარგად ექნება გათავისებული, რომ ლიდერების აზრი მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს – კვარაცხელიასთან და ოაიმენთან გაუგებრობები გარსიას ბოლოს ცუდად რომ დათავრდებოდა, მაშინვე ვივარაუდეთ.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნეაპოლელებს ურთულესი კალენდარი აქვთ. “ფარით ან ფარზე” – საკითხი დააზლოებით ასე დგას. ან ამ დონის მოწინააღმდეგეების პირობებში გუნდი კრიზისს საბოლოოდ დაძლევს და შარშანდელი ამბიციები მოეძალება, ან იქნებ ოთხეულისთვის ბრძოლაში უარის თქმა საბოლოოდ დასჭირდეს. მაცარის გუნდში დაბრუნება ისე უნდოდა, პრეზიდენტს ჩემპიონთა ლიგაზეც მაქსიმალურად შორს გასვლას შეპირდა.
ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო. ალბათ არც დე ლაურენტისსა და არც მაცარის მაინდამაინც არ წარმოედგინათ, მათი თანამშრომლობა ისევ თუ შედგებოდა, მაგრამ ასე მოხდა. ნამდვილად ბედნიერებაა, 9-წლიანი დაულაგებელი კარიერის შემდეგ, წვრთნიდე ისეთ ფეხბურთელს, როგორიც თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიაა.
დაბოლოს მაცარის “ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლონას წარმოგიდგენთ:
(3-4-2-1) მერეტი – ოსტიგორი, რაჰმანი, ნათანი – დი ლორენცო (C), ლობოტკა (ან
ანგისა), ზელინსკი, ოლივერა (ან რუი) – კვარაცხელია, პოლიტანო – ოსიმენი.