კარგი და სასიხარულო ამბები ხელოვნების სასახლიდან

ხელოვნების სასახლიდან კარგი და სასიხარულო ამბები ვრცელდება.
, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“ძალიან კარგი და სასიხარულო ამბები მაქვს: დღეს რიგაში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი ფუძემდებლის ივანე გოკიელის არქივის ნაწილი გადმოგვეცა. მე როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა და ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელმა ნიკა ახალბედაშვილმა შეხვედრები გავმართეთ ლატვიის დეკორატიული ხელოვნების და რიგის მოდერნიზმის მუზეუმის წარმომადგენლებთან. სწორედ რიგის მოდერნიზმის მუზეუმში გადმოგვეცა მუდმივი მფლობელობისათვის ქართველი კომპოზიტორის ლატვიაში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო დოკუმეტები. არქივის შემადგენელი ნაწილია ლატვიელი მომღერლის მილდა ბრეჰმანე-შტენგელის გასტროლების ამსახველი მემუარებიც… ის წერდა: ” მსოფლიოს არაერთ გამორჩეულ ადგილას ვყოფილვარ, თუმცა თბილისი ის ერთადერთი ქალაქია რომელიც თვალცრემლიანმა დავტოვე”…
ხელოვნების მუზეუმის დირექტორთან ერთად დავათვალიერეთ არქივებსა და საცავებში დაცული საქართველოში მოღვაწე ლატვიელი მხატვრის, მეცნიერის და ეთნოგრაფის იული სტრაუმეს შემოქმედებითი მემკვიდრეობაც და ურთიერთანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივები დავსახეთ. მოხარულები ვართ, რომ ლატვიაში ქართველთა ნაყოფიერი მოღვაწეობის დამადასტურებელი მასალების სამშობლოში დაბრუნების საპატიო მისია გვერგო. ასევე გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლიერებას ლატვიელი კოლეგების მისამართით გამოჩენილი ნდობისა და მეგობრობისათვის.”