კარგი ამბავი. ხვიჩა გამოჯანმრთელდა – ითამაშებს “ჯენოასთან”?

Sky Sport-ის ცნობით, იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს “ჯენოასთან” მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადწყვიტოს, გენუაში ათამაშოს თუ არა.
თუ კონტე არ გარისკავს და ხვიჩას “ჯენოასთან” შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანს, მას 29 დეკემბერს სახლში “ვენეციასთან” ასპარეზობის საშუალება მიეცემა. გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი სამედიცინო შტაბთან ერთად მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში