,, კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში” – ხიდაშელი კობახიძეზე

,, კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში” – ხიდაშელი ზე
„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა:
,,ვფიქრობ, ის, რომ კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავიდა, ეს უკვე ძალიან კარგი და დასაფასებელია. ისიც კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან, ასევე, მოისმინა, რაც უთხრეს და ის მაინც გაიგო, რომ დღეს ანტიევროპული განცხადებების მოცემულობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მ თქვა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ იმაზე წინ ვიქნებით რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები. ეს არასწორი პოლიტიკური კომუნიკაცია და არასწორი გზავნილია. 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, ესეც შეცდომაა. უამბიციობის დადასტურებაა. ამ ორმა წელმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ის, რაზეც 2022 წლის იანვარში ვერც კი ვიოცნებებდით, ერთ თვეში რეალობა გახდა, ანუ ხელისუფლებამ ხალხის სურვილით კანდიდატობის სტატუსის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!