„კარგია, რომ ახლა სიტუაცია (საქართველოში) სტაბილურობისკენ მიდის და ისევ, ხედავთ, მაკრონს ყურები გამოუჩნდა. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც“ – ალიევი

„კარგია, რომ ახლა სიტუაცია (საქართველოში) სტაბილურობისკენ მიდის და ისევ, ხედავთ, მაკრონს ყურები გამოუჩნდა. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც“ – ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ გამოცემებთან “ВГТРК” და “РИА-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “საქართველოში მიმდინარე არეულობაშიც კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ხელი ურევია”.
“კარგია, რომ ახლა სიტუაცია (საქართველოში) სტაბილურობისკენ მიდის და ისევ, ხედავთ, მაკრონს ყურები გამოუჩნდა. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც,” – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, “საქართველო აზერბაიჯანის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია, ამიტომ იქ სიტუაციის დესტაბილიზაცია ერთნაირად საზიანოა ორივე ქვეყნისთვის”.
იქამდე ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს” განაცხადა, რომ საფრანგეთი ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.
“საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს” .
„მსურს, გავიმეორო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ. ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვართ ძალიან მკაცრი რეპრეიებით ახალგაზრდების წინააღმდეგ, მთავრობის მეთაურის განცხადებებით და ს შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატით. ეს იყო სრულად საპირისპირო იმისა, რასაც [„ოცნება“] საარჩევნო კამპანიის ეუბნებოდა ხალხს“, — განაცხადა მაკრონმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აქამდე მაკრონმა მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან საუბარში გააკეთა.
netgazeti.ge