კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, მელია, გვარამია, , გახარია – არის სააკაშვილის კლასტერი. მათ არანაირი შანსი არ აქვთ

კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, მელია, გვარამია, , გახარია – არის სააკაშვილის კლასტერი. მათ არანაირი შანსი არ აქვთ
მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა გუშინდელი დაწყებული არ არის, ამას აქვს თავისი ისტორია და ამ მთლიან ნავში ვინც არიან, ისინი იმართებიან შესაბამისი გეგმით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„არიან რადიკალები – გაავებული „ლელოს“ და „გახარიების“ პარტია, რომლებმაც რადიკალობის ყველა ზღვარს გადააჭარბა და არის მცდელობა, რომ რაღაც შუაშისტური, ვითომ არა „ნაციონალებთან“ და არა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ძალა გამოჩნდეს, რომელთანაც აფილირებული იქნება სალომე ზურაბიშვილი ეს არის აბსურდი.
სალომე ზურაბიშვილისგან უნდათ შექმნან მიზიდულობის ცენტრი. ის ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ თუკი გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და გადაინაცვლებს ოპოზიციაში, ეს იქნება მცდელობა, რომ მისი გალიდერებით შექმნან ილუზია, თითქოს არის გარკვეული ძალა, რომელიც არ არის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული. ეს არის ტყუილი და ეს არის მზაკვრული გეგმა იმ ძალებისა, ვისაც სურვილი აქვს გადააპარონ 5%-იან ბარიერს დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ მოხდეს პარლამენტში ამ კონსტრუქციის თავიდან აწყობა.
, ყოფილი იდეოლოგი, პროკურორი და ჯალათი, რომელიც დღენიადაგ სააკაშვილთან კონტაქტზეა, მისი პროპაგანდისტული სულისკვეთება გაქრა? ვერავინ ვერავის მოატყუებს. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, , , სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარია არის ერთი დიდი კლასტერი, სააკაშვილის კლასტერი. მათ არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი