„კარგად ვიქნებით ორივე“ – მარიამ გაფრინდაშვილი გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე აქციის დროს დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტთან, გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
ფოტო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული:
„კარგად ვიქნებით ორივე“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.