კარასინი რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის პარლამენტს აქებს

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის წევრებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის აქებს.
“უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე”, – დაწერა მან Telegram-ზე.
ცოტა ხნის წინ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი მ მადლობა გადაუხადა.