კარასინი: თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა საქართველოში EU-ს ელჩის, ს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და ის საქართველოს მოქალაქეების შანტაჟსა და დაშინებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ელჩის განცხადების “მოთმენა ქართული თავმოყვარეობისთვის სერიოზული გამოცდაა”.

“თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა. მან გამაოცა თავისი სიუხეშით და პირდაპირობით.

გამოცხადდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2023 წელს არ გახდება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღვნიშნავ, რომ ეს სწორედ საქართველოს საპარლამენტო ს წინ ითქვა, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. […] ფაქტობრივად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსის მოთმენა ქართული თავმოყვარეობისთვის სერიოზული გამოცდაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამას ბრიუსელში ყურადღება უნდა მიაქციონ. თუმცა, იქ წესიერების შესახებ უკვე დაივიწყეს”. – წერს კარასინი თავის Telegram-არხზე.

მანამდე, ჰერჩინსკიმ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას მთავრობის მიერ არჩეული კურსი ხელახლა გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს კონკრეტული ფუძემდებელი ღირებულებები აქვს, რომლებზეც კომპრომისი არ მოხდება. მისივე თქმით, თუ საქართველო ერთპარტიულად სახელმწიფოდ იქცევა და გადაწყვეტს, რომ ოპოზიცია აკრძალოს, სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია შეზღუდოს, ევროკავშირში არასდროს გაწევრიანდება, “არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს”.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი