კარასინი “ეშმაკის ნაკარნახევს” უწოდებს კობახიძის სიტყვას “ოსებთან და აფხაზებთან” ცხოვრებაზე

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიორი კარასინი ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “აფხაზებ და ოს დებთან და ძმებთან ერთად – საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.
რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან საუბრისას გრიგორი კარასინმა კობახიძის ნათქვამს “ეშმაკის ნაკარნახევი უწოდა”. ამასთან, მან თქვა, რომ ახლა მთავარია მ რუსული კანონი მიიღოს, დანარჩენი კი, მისი თქმით, “მხოლოდ მსჯელობაა”.
“მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წლისთვის, ვერავინ ავუკრძალავთ. მათ სურთ ცხოვრება ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თუ, იქნებ, რომელიმე სხვა სახელმწიფოებთან ერთად – ეს მსჯელობაა. ახლა მთავარია საქართველოს პრემიერმინისტრისთვის – მიაღწიოს იმას, რომ კანონით იყვნენ აღრიცხული ის ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით. […] ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი – ეს ეშმაკის ნაკარნახევია”, – თქვა კარასინმა.
ის ამბობს, რომ “პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, იმსჯელონ და ასეთივე უფლება აქვს პრემიერ კობახიძეს”.
“მოცემულ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფდი იმას, რომ ის [] ორთაბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელმაც ცხადად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლეთის უმცირესობის პოზიციას, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რათა დაძლიონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება”, – ამბობს კარასინი.
გუშინ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.