კარაგერმა “ლივერპულს” კლოპის შემცვლელი ურჩია

რამდენიმე დღის წინ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “სქაუზერებს” დატოვებს.
“მერსისაიდელების” ყოფილმა მცველმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ “ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გერმანელ სპეციალისტს იდეალურად შეცვლიდა.
“ლივერპულისთვის” დე ძერბი იდეალური კანდიდატურაა, იტალიელმა “ბრაიტონში” ბრწყინვალე სამუშაო გასწია. შეხედეთ რა გააკეთა ჩაბი ალონსომ “ლევერკუზენში”, მართალია, “ბაიერნს” უწევს წინააღმდეგობას, თუმცა დე ძერბი უამრავ ტოპ გუნდს ებრძვის”, – განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, დე ძერბის ხელმძღვანელობით “ბრაიტონი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში