კარაგერი: ფეხბურთელებს ვურჩევ, რომ 30 წლამდე შვილების ყოლაზე არ იფიქრონ

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ სასურველია, თუ ფეხბურთელი 30 წლამდე შვილის ყოლაზე არ იფიქრებს.
“ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი მამის თამაშებს ესწრებოდა და ახსოვს პერიოდი, როცა “ლივერპულში” ვთამაშობდი.
თუმცა მინდა დამწყებ ფეხბურთელებს ვურჩიო, რომ 30 წლამდე შვილის ყოლაზე არ იფიქრონ და ყურადღება მხოლოდ ფეხბურთს დაუთმონ”, – განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, ჯეიმიმ მთელი თავისი კარიერა “ლივერპულში” გაატარა, ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი “სქაუზერების” რიგებს 1996/2013 წლებში იცავდა.