CBS SPORT-ის პირდაპირ ეთერში ყოფილი ფეხბურთელები მიკა რიჩარდსი და ჯეიმი კარაგერი, რომლებიც ახლა ექსპერტებად მუშაობენ, ერთმანეთს ევროპის ლიგის მონაწილე კლუბების ცნობაში ეჯიბრებოდნენ.
მათ ევალებოდათ გამოეცნოთ თუ რომელი გუნდი რომელ ქვეყანას წარმოადგენდა. ჩვენთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო ამბავი “ყარაბახზე” მოხდა, როდესაც ჯეიმი კარაგერს ის ქართული კლუბი ეგონა, მიკა რიჩარდმა კი შეკითხვას ზუსტად უპასუხა.
რიჩარდსმა კარაგერს უთხრა, რომ პასუხი ვარაუდით უნდა გამოეცნო, ჯეიმიმ კი უპასუხა, რომ “ქვიზი” იმისთვის არის, რომ პასუხი იცოდე და არა ვარაუდს დაეყრდნო.