კაპელო: ოსიმენი “კვარას” ზედმეტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს – დღეს “ინტერს” ორი ამოცანა აქვს

დღეს, 3 დეკემბერს, სერია A-ს მე-14 ტურში “ნაპოლი” “ინტერს” უმასპინძლებს. ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “პარტენოპეის” გარემარბს ს “ნერაძურისთვის” დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია.
“ნამდვილი თამაშს ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ. თუ “ინტერმა” მოახერხა და ლობოტკას თამაშის უფლება არ მისცა, მაშინ “ნაპოლის” გაუჭირდება, სლოვაკი გუნდის მთავარი ხერხემალია.
მეორეს მხრივ, მთელს ჩემპიონატში “ინტერის” მსგავსი ნახევარდაცვის ხაზი არავის ჰყავს.
ოსიმენის დაბრუნება “ნაპოლისთვის” შესანიშნავია სიახლეა, ეს გავლენას არამხოლოდ ტაქტიკურ, არამედ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ დონეზეც ახდენს. ჩემი აზრით, ნიგერიელი “კვარას” ზედმეტი პასუხისმგებლობისგან
ათავისუფლებს, “ნაპოლის” მოწინააღმდეგეებს ვიქტორზე მეტად არავისი ეშინიათ. “ნერაძურის” მცველებს დღეს ორი მთავარი დავალება ექნებათ – კვარაცხელიასა და ოსიმენის შეჩერება”, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “ინტერის” დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.