კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც “ნაპოლიში” პირველ სეზონში

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ პსჟ-ის გარემარბის ს თამაში, Sky Sport-ის სტუდიაში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შეაფასა:
„შესანიშნავი მატჩი ვნახე. მე კვარაცხელიას თამაში ძალიან მომეწონა, აღმაფრთოვანა. იცით, მან რა მომაგონა? ისეთი იყო, როგორც „ნაპოლიში“ პირველ სეზონში“.
მან „ინტერის“ მიერ „ფეიენოორდის“ დამარცხებაზეც გააკეთა კომენტარი: „ზილენსკის პენალტი უნდა გაეტანა. მილანური გუნდი ბურთს ფლობდა და 2:0 მოიგო. მეტოქეს სივრცეები შეუზღუდა და გასაქანი არ მისცა. როტერდამელებს ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ინტერი“ გამართულად მოქმედებდა“.