კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” 17 წლის შემტევი ლამინ იამალი ლეო მესის კლასის ფეხბურთელი ვერ გახდება.
“ეს ბიჭი დიდ წარმატებებს აღწევს. როდესაც “ბარსელონაში” თამაშს იწყებდა, ამბობდნენ, რომ ახალი მესია, მაგრამ არა, მის დონეს ვერ მიღწევს. ის ექსტრაორდინალურია, შესანიშნავია, ტოპ-მოთამაშეა, თუმცა მესის მსგავსი გენიოსი არ არის”, – ციტირებს კაპელოს “მარკა”.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში იამალმა 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში