კაპადოკიამ 2023 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა

ტურისტების მხრიდან თურქეთში, კაპადოკიის რეგიონის მიმართ ინტერესი გასულ წელს რეკორდულ დონეზე იყო და 2024 წელსაც გაიზრდება. ამის შესახებ სააგენტო Anadolu ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორ ალი ფიდანზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, კაპადოკია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და უნიკალური სილამაზით რჩება ტურისტების მიზიდულობის ცენტრად. „ჩვენი პროვინცია და კაპადოკიის რეგიონი, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, თავისი ბუნებრივი სილამაზის, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების წყალობით, ყოველწლიურად მასპინძლობს მილიონობით ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს“, – ციტირებს სააგენტო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროვინციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკაში: „ტურიზმის სექტორი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სიმდიდრისა და დასაქმების კუთხით. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზიტორთა რაოდენობამ 2023 წელს 4 826 662 ადამიანს მიაღწია. ეს არის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელი. ”
როგორც ადრე TRT რუსულად წერდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, თურქეთი 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლის მიხედვით მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, თურქეთი მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმიდან 41 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლით, თუმცა 2019 წელს შესაბამისი შემოსავალი მხოლოდ 26,6 მილიარდი დოლარი იყო.
2022 წელს თურქეთი ასევე მოხვდა მსოფლიოს ტოპ 10 მიმართულებათა შორის ტურისტების ჩასვლის მხრივ, მიიღო რა, ერთ წელიწადში 50 მილიონი უცხოელი ტურისტი.