კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი ლინდნერი გაათავისუფლა, მმართველი კოალიცია დაშლის პირასაა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა ოთხშაბათს საღამოს, 6 სექტემბერს. ლინდნერი ასევე არის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) ფედერალური თავმჯდომარე.
ოთხშაბათს საღამოს ბერლინში, კოალიციური კომიტეტის შეხვედრაზე, რომელშიც შედიან სამთავრობო კოალიციის პარტიების ლიდერები და მათი საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და FDP-ს თავმჯდომარემ, კრისტიან ლინდნერმა კოალიციის პარტნიორებს შესთავაზა, დათანხმდნენ 2025 წლის იანვარში ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარებას.
გერმანიის მედიის ცნობით, ამ შემთხვევაში ის მზად იყო მიეღო გერმანიის დამატებითი ბიუჯეტი 2024 წლისთვის და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილიყო გარდამავალი კაბინეტის შემადგენლობაში. ამის საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრ ლინდნერის გადაყენების შესახებ გამოაცხადა.
ს მმართველი კოალიცია შესაძლოა უკვე ამ კვირაში დაიშალოს, ნათქვამია გერმანულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში. დაპირისპირების მთავარი მიზეზია ეკონომიკა. გასული კვირის ბოლოს მედიამ მიიღო ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის იდეების შემცველი 18-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ის ეკონომიკის „გადატვირთვას“ ითხოვს.