“კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე” – რა კომენტარს აკეთებს რატი იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე

“კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე” – რა კომენტარს აკეთებს რატი იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება.

“აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე.

მის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ. ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც! ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში