კანცლერი შოლცი დეპორტაციის წესების გამკაცრების პირობას დებს

მას შემდეგ, რაც გერმანიაში არაერთხელ დაფიქსირდა, იმიგრანტების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, რიგ შემთხვევაში კვალიფიცირებული როგორც ტერორიზმი, კანცლერი გეგმავს, რომ გაამკაცროს დეპორტაციის და საიმიგრაციო წესები.
გერმანიის კანცლერმა პირობა, დეპორტაციისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მას შემდეგ დადო, რაც პარასკევს ავღანელი მამაკაცი თავს დაესხა ექვს ადამიანს, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს.
თავდასხმის იარაღად დანა იყო გამოყენებული. მანჰეიმში მომხდარი თავდასხმის დროს დაშავდა პოლიციელიც, რომელიც მოგვიანებით მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ კრიმინალები და საშიში იმიგრანტები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, საიდანაც ისინი გერმანიაში ჩავიდნენ.
„ასეთი პირების დეპორტაცია უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა ისინი ჩამოვიდნენ სირიიდან თუ ავღანეთიდან“,- ამბობს კანცლერი ოლაფ შოლცი.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოლაფ შოლცისთვის რომელიც სოციალ დემოკრატია და მართავს ქვეყანას მწვანეთა პარტიასთან ერთად, დიდი სირთულის წინაშეა, რადგან გერმანიაში სულ უფრო იზრდება ულტრამემარჯვენეთა, ანტისაიმიგრაციო პროტესტები, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, ევროპარლამენტის ს შედგებზე, რომელიც გერმანიაში, კვირას 9 ივნისს გაიმართება.