კანცლერი მერცი: გერმანიაში ანტისემიტიზმის ახალი ტალღაა

ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ორი წლისთავზე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის ახალი ტალღაა.
დღეს, 7 ოქტომბერს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, ევროკავშირისა და -ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ ს სამხრეთს, 1000-ზე მეტი ადამიანი დახოცეს და 250-ზე მეტი დაატყვევეს. თავდასხმას მოჰყვა ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელმაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კანცლერი მერცი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გერმანიაში ანტისემიტიზმის ახალი ტალღაა, რომელიც ძველი და ახალი ფორმით გამოვლინდა სოციალურ ქსელებში, უნივერსიტეტებსა და ქუჩებში, სულ უფრო ხმამაღალი და თავხედურია და სულ უფრო ხშირად იღებს ძალადობის ფორმას.
მერცის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა გერმანიაში ებრაელები შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ.
გერმანიის კანცლერმა ისრაელზე ჰამასის ორი წლის წინანდელ თავდასხმას ბარბაროსობა უწოდა, კიდევ ერთხელ მოითხოვა ჰამასის მძევლობაში მყოფთა გათავისუფლება და განაცხადა, რომ დიდ იმედს ამყარებს დაწყებულ სამშვიდობო პროცესზე
გერმანული მაუწყებელი DW ანტისემიტიზმთან ბრძოლის კვლევითი და საინფორმაციო ცენტრების ფედერალურ ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე გერმანიაში იყო 2225 აქცია ანტისემიტური განცხადებებით.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლისა და ბლოკადით გამოწვეული შიმშილის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები ისრაელის ქმედებების წინააღმდეგ.
2025 წლის სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
6 ოქტომბერს ეგვიპტეში, ამ ქვეყნის ხელისუფლების შუამავლობით დაიწყო ისრაელის და ჰამასის მოლაპარაკება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
· 2025 წლის სექტემბრიდან ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი