კანცელარიასთან, მოშიმშილე მაღაროელებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

ჭიათურელი მაღაროელების ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა და ღამე კანცელარიასთან, ღია ცის ქვეშ გაათენა. მათ შორისაა, სამი მოშიმშილე მაღაროელი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც დასჭირდათ.
მაღაროელები უკვე მე-17 დღეა შიმშილობენ და “ოცნების” მთავრობის მხრიდან მათი პრობლემებით დაინტერესებას მოითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციიდან მათთან ღამისთევის მიუხედავად, არავინ გამოსულა.
მოშიმშილეების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შეინიშნება ზოგადი სისუსტე. მაღაროელები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს