კანსელოს “ბარსელონაში” დარჩენა არ გამოდის – ფეხბურთელს ალტერნატივად სერია A აქვს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” და “სიტი” ჟოაო კანსელოს გამოსასყიდ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. კატალონიელები მანჩესტერელების მიერ მოთხოვნილზე ნაკლებს ითხოვდნენ, რის გამოც გარიგება არ შედგა.
30 წლის პორტუგალიელის დამატებით ს კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა, თუ “ბლაუგრანასთან” მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა, თავად გამოცდილ მცველს ალტერნატივად სერია A ესახება. მედიაში უკვე იწერება, რომ მისმა აგენტმა ჟოაოს სამსახური “იუვენტუსსა” და “მილანს” შესთავაზა.
შეხსენებისთვის, კანსელომ გასული სეზონი იჯარით “ბარსელონაში” გაატარა, სადაც ჯამში 42 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.