კანსელოს “ბარსელონაში” დარჩენა არ გამოდის – ფეხბურთელს ალტერნატივად სერია A აქვს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” და “სიტი” ჟოაო კანსელოს გამოსასყიდ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. კატალონიელები მანჩესტერელების მიერ მოთხოვნილზე ნაკლებს ითხოვდნენ, რის გამოც გარიგება არ შედგა.
30 წლის პორტუგალიელის დამატებით საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა, თუ “ბლაუგრანასთან” მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა, თავად გამოცდილ მცველს ალტერნატივად სერია A ესახება. მედიაში უკვე იწერება, რომ მისმა აგენტმა ჟოაოს სამსახური “იუვენტუსსა” და “მილანს” შესთავაზა.
შეხსენებისთვის, კანსელომ გასული სეზონი იჯარით “ბარსელონაში” გაატარა, სადაც ჯამში 42 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში