კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება

მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები ფართოვდება – მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება.
ამას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვის საგანია.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომები მოსამართლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფის ყველა შესაძლო ქმედებას ვერ ფარავს.
„ეს ცვლილება აუცილებელია მოსამართლეების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაძლიერების თვალსაზრისით“, – აცხადებენ კანონის პროექტის ინიციატორები.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს