აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ განცხადება გააკეთა. მისი განცხადების თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას.“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.