კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს

კანონმდებლობაში შედის ცვლილება იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს
არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი ამისთვის და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა, კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში მსჯავრდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება.
„ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა აჩვენებს ჩვენს სრულ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტა შევამციროთ და ა.შ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. 8 თებერვალს, როდესაც წელიწადნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ ვთქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რაღაცებს სჭირდება დრო და დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს