კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი ჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით – სანდრო რაქვიაშვილი

ეს კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი მათი დაჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით, მაგრამ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ენჯეოებს“ ჯარიმები ემუქრებათ.
„არჩევნებამდე ჯარიმები ემუქრებათ და ალბათ პირველ ჯერზე ჯარიმებს გაუძლებენ, მაგრამ არჩევნები რომ დასრულდება, კანონი გაუქმდება და ამით დასრულდება პროცესი“, – განაცხადა რაქვიაშვილი.