კანონი გაიგზავნა პრეზიდენტთან, დიდი ალბათობით ხელს არ მოაწერს – მე მოვაწერ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, რუსული კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნა, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს, ამიტომ ხელს თავად მოაწერს.
„კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”- თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონის გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.