“კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” – თბილისში კონფერენცია ტარდება

“კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” – თბილისში კონფერენცია ტარდება.
ღონისძიება, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა და გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის უფროსმა გახსნეს. მათ ხაზი გაუსვეს კანონის უზენაესობის ინსტიტუტების როლს ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა. ხელი მოეწერება თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ, საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა