კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად – ირაკლი კირცხალია

კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად, – ამის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
„პირველ რიგში, დავიწყებ კანონის სულისკვეთებაზე საუბრით. კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად. იცით, ჩვენი პოლიტიკა როგორ განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ მიმართულებით მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება.
რაც ეხება ლიცენზიებს, ჩვენ, ახლა გვაქვს 8 მოქმედი ონლაინ კაზინო. ამათ უბრალოდ ემატებათ, რომ თუ ისინი მოიზიდავენ უცხოელ მოთამაშეებს ამისთვის საჭირო იქნება განათავსონ მეორე სერვერი საიდანაც მართავენ დომეინს, საიდანაც მართავენ საიტს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დასაბეგრ ბაზას, უქმდება გატანის საშემოსავლო, რომ მიმზიდველი გახდეს ჩვენი მხარისთვის”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.