კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია… საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დავამატებ – შარლ მიშელი

კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია… საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დავამატებ – შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, “რუსული კანონის” მიღება საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს.
როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დაამატებს. მიშელი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მიენიჭა.
„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და განახორციელებს აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს.
პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.
ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი ამბიციების მხარდასაჭერად.
ამ მიზეზით, საქართველოს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში”, – წერს შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ