კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება – კობახიძე რუსულ კანონზე

გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ პრემიერა, გერმანულ მედიასთან ბევრჯერ და ვრცლად ისაუბრა რუსულ კანონზე, და ამტკიცებდა, რომ გერმანია, ევროკავშირი, – ყველა ცდება და მხოლოდ მან იცის, რომ ეს კანონი საუკეთესოა. მან თქვა ისიც, რომ თუ ეს კანონი მიუღებელი იქნება ევროკავშირისთვის, გამოდის, ევროპული ღირებულებები თავდაყირა დამდგარა. იგი ამბობს, რომ მზადაა დისკუსისსთვის, თუმცა, დასძენს, რომ ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომელიც ამ კანონის მიღებას წინ დაუდგება.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუკი კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე რეალური ბარიერი შეექმნება.
:
რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონს, ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყოს 6 გვერდიანი. ეს არის ბიუროკრატების ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია. ასეთ პირობებში იყველაფერი იქნება წესრიგში.
ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ.
ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრაარგუმენტები, ამ შემთხვევაშ ბოლომდე იქნება მიღებული კანონი და გამომინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრაარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება