„კანონის ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში“ – იგორ გიორგაძე „რუსულ კანონზე“

უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე SputnikGeorgia-სთან ინტერვიუში აცხადებს:
„საქართველოში არ არის არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ან ჩინეთიდან, ან რუსეთიდან, ინდოეთიდან ან ემირატებიდან. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ეს მხოლოდ დასავლეთის და დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
ხელისუფლება ამბობს, იყვნენ ისინი [NGO-ები] გამჭვირვალეები, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის ვებრძვით. მათ უკან ხომ დასავლური ფული დგას. რა თქმა უნდა, ამერიკელებს არ სურთ, რომ ეს ლეგალური იყოს და იგონებენ ასე ვთქვათ კლიშეებს, რომ ეს რუსული პროექტი, რუსული კანონია და ა.შ. არაფერი საერთო ამ კანონს ამასთან არ აქვს. რაც მთავარია, კანონის ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ დააკონკრეტა ერთი პუნქტი ამ კანონში, თუ რა არის ანტიდემოკრატიული. ვერცერთმა – ვერც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერც ევროკავშირმა, ვერც ევროპარლამენტმა“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ